ლურჯი გედები
ეს აღნიშნავს იმდროს ალბათ ცვლილებას, კლებას, ან მატებას, ახლა კი სულ არაფერს ნიშნავს. გედები მაგდროს უსაზღვრო ცის გაპარტახებულ ლურჯ ხალათაში დატყვევებული ხილვები იყვნენ, რომელთა დანახვაზე მხოლოდ ერთი რამ მახსენდებოდა, რომ რა იცის მფრინველმა ზეცა, თუ ის მთელ ცხოვრებას კედლებში ატარებს, რომ ეს უსასრულო ხელოვნებაც ერთი დიდი გალიაა ჩვენთვის, რომ ახლა ამ გედებს ყველგან ფრენა შეუძლიათ, მთელი ამბების მოსმენა და ეგრე ცხოვრება, ჩვენ კი ერთგან გვეცლება წარმოდგენა. ლურჯი სიყვარულის ფერია მართლაც.. და მაინც მე შენგან შორს ამდენ ლურჯში რატომ ვდნები ასე არაფრად?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი