დეზინტეგრაცია


მთვარე მკრთალია ჩემსავით ღამეს,
რომ მის გასწვრივ ცაზე ვარსკვლავი მოჩანს,
რომ ისიც წყდება უსასრულობას ადრე
და ცის კანვასზე აღარასოდეს მოჩანს.

მკრთალია მთვარე
და მეც ძლივს ვუყურებ,
რომ მეძინება
დღეს მეც მსგავსად უკვდავს,
რომ ჩავიფიქრებ
სურვილებს მომწყდარ ხაზზე,
რომ სიყვარულიც მგონი
აქ ოდეს მოვა.

მკრთალია და ნელ-ნელა იშლება მთვარე,
მეც ამ მომენტებში ვდეზინტეგრირდები,
რომ მტვერი ხდება აქ ყველაფერი
და მეც რომ მალე მტვრად გადავიქცევი,
რომ მთვარის ხმაზე, იმ სუსტ რკალზე,
მტვერი მე ცეკვას დავიწყებ წლების,
რომ მოწყვეტილ ვარსკვლავს
და ოცნებებს აქვე,
მკრთალ მთვარეს 
მალე დავმორჩილდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი