მზე ხომალდებში
გინახავს? როცა მზე აღწევს შენს სახლში, დაღამებისას, მკრთალად, რომ ყოველ კუთხეს, რაც წყენით ამკეს ახლა მოიცავს უცხო სონატად, უყურებ ოთახის ბოლოს, როგორ ავსებს მზე ტკივილს და წინასწარ ატყობ რომ მალე მოვა წვიმა სიცივის, და აკვირდები უამბიციოდ ამ კვირის ბოლო მზის ტაძრებს, თან გეშინია, როგორ გაუძლებ, როცა ღრუბელი დაიპყრობს საზღვრებს. და იქნებ ეგ არის მთავარი, არა იმედი მომავლის, ახლის, არამედ იმედი რომ იმას ნახავ, რაც ახლა ოთახს სინათლით გაჭრის, ხელახლა გასვლის, ნაკლები ხარჯვის, მზის ამოსვლისა და ისევ ჩასვლის.. იმედი სხვების ხელახლა ნახვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი