მეტყველი დუმილი


მეტყველ დუმილს იპოვნი ჩემს სახეზე ,
არა ცინიკურს .
იყო ოდესმე ჩემს
თვალებში სიყვარული?
ვნებებს ვაჩუქე თავისუფლება! 

აღარ მაქვს ძარღვებში სისხლი დავუშვათ,
ვინც გასაშვებია უნდა გავუშვათ,
მახსოვს მე თქვენი ცუდი ზრახვები,
თქვენში ვიპოვნე  ბოროტი ახვრები.
ჩემო ადამიანო !
შენ თუ არსებობ ამას მიხვდები.
ბუნდოვნად მახსოვს ჩემი მიზნები. 

დღეების უკან
ფიქრებით  მომავალში გასული,
მე ვერ ვიპოვნე ჩემი წარსული,
უბრალოდ გაქრა,
თეთრი სინათლე ,
დროში მოგზაურობა დამრჩა სიმართლედ.. 

სამოთხეში   ვცოცხლობთ,
  ჯოჯოხეთში ვკვდებით,
ჩვენში ჩასახეს   ტრუმენ ბერბენკი.
ნუღარ მომისმენ , 
მე აღარ ვმღერი,
თქვენ ჩემს სახეზე ნაოჭებს ელით. 

ამ ყველაფრის შემხედვარე  რწმენა დავკარგე!
შეგიძლია დამაბრუნო ? 

.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი