აბდა უბდა


უნდა იყოს კი,
კაცი ვერაგი?
მემგონი,
ცოტათი ვერ არის,
სიზმარში ნანახი, გოგო მყავს თვალებში.. 

არმეშინია  არაფრის,
არავის დაკარგვის ,
დემენტორების უსახო სახის. 

მგონია გავგიჟდი,
მგონია მახრჩობენ ,
დღე და ღამ, 
მეძავებს თავს აღარ ვაწონებ.. 

არაფერს დავგმობ ,
ყველაფერს შევცვლი ,
რამაც ოდესმე  მადინა ცრემლი... 

წავედი მარჯვნივ როცა გზა მიდიოდა მარცხნივ...
არ მჯერა  გრანელის,
გრძედის და განედის,
საზღვრების... 

დავკარგე სული,
დამრჩა მხოლოდ თამბაქოს სუნი,
ყარს და ჩრდილავს შენს გულს,
 რომელიც 
რითმულად სცემს..
ერთი , ორი , სამი  ,
პაუზა...
ეტრატზე წერს შენს ცხოვრებას...
სისხლით და კალმით... 

არდავეცემი!
არდავიღალე !
კვლავ მეტი მინდა ,
მკიდია ღორობად თუ ჩამითვლით... 

გათენდა !
და მაინც ვერაფერი გაიგე.
გულს ნუ გაიტეხ,
წყალი დალიე.....
მეც ავირიე ,
დღეს ჩავიძირე ,
არა ჭაობში , 
არც შენს თვალებში,
უბრალოდ  სხვასთან ,
ბინძური სექსით გახელებულს ,
ყოველ კოცნაზე ,
ზიზღის გემოს რომ ვგრძნობდი..... 

მხოლოდ შიში გაქვს წამლის,
შველის და ხათრის,
წამზომის ჩართვის,
როდესაც გამბედაობას იჩენს
დედა ,  
შვილის საწოლთან მჯდომი.... 

მახსოვს როგორ ვსეირნობდი,
მარტო,
ცარელ ქუჩაში,
მე რომ მიყვარს,
სწორედ იმ უბანში,
მიღიმის ჭადარი,
რატომღაც ყველას გონია რომ ტკივა,
იქნებ კანს იცვლის როგორც ასპიტი.... 

ღმერთი სადარის?
ვმკრეხელობ,
არცა პირველი ,
უკანასკნელი,
ვერ ვგრძნობ,
ვერ ვხედავ ,
ვეღარ ვეხები..
მხოლოდ სიტყვები...
ოხ როგორ მებრძვის,
ეს გამოხედვა .... 

ეხლა წავედი,
ვინ მელის?
რა მელის?
გილგამიში ვარ,
უკვდავებას ყვავილებში  ველი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი