უსათაურო
მაღვიძარას დარეკვისთანავე, მახსენდება კოშმრად ნანახი სიზმრები , მოგზაურად ვრჩები, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდება ჩემი მიზნები.. ჩემი სხეული იქნება მყიფე, თუ შეხება მოგინდება , მოიძიე ჩემთან ამოსასვლელი კიბე. თითოეულ ამოსუნთქვაზე, დამესვრება სისხლით ხელები, წითლიდან შავში გადავალ, გადავლახავ ქედებს ჭენებით. დავამტვრევ სარკეს, ჩემი თვალების არნახვის იმედით, ისევ დაღამდება , შენ კი დამელოდები როგორც უსასრულო ღამე , არგათენების შიშით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი