ვერ აგიღწერ მე რამინდა შენთვის..


მე არმინდა მერქვას მხოლოდ ქმარი,
სახლში ძალით ვბრუნდებოდე თუნდაც,
მინდა დღისით ჩემთან იყო ფიქრში,
ღამე მიყვარს შენი ნაზი სუნთქვა.. 

მე არმინდა გერქვას მხოლოდ ცოლი,
შვილებისთვის ერთად ვიყოთ მუდამ,
შენ იყავი ჩემთვის ყველა ომი,
თავს შევაკლავ სიყვარულზე ზრუნვას. 

მე არმინდა სხვა სიტყვები არა,
არც ოდესმე წარმოთქმული სხვების,
ახალს შევქმნი გამოვძერწავ ზუსტად,
პაპირუსზე აიშალნენ მთები. 

მინდა ღამე მაღვიძებდე ჩუმად,
თქვენ ორნი ხართ უკვე ქალბატონო,
თავს იმართლებ, გეღიმება უმალ,
რომ ბავშვისთვის გშია უკვე მხოლოდ . 

მე არმინდა გვქონდეს ნაზი გრძნობა,
მინდა ცეცხლში ვიწვებოდეთ
ვნებით,
უბრალოა ეს სიტყვების კონა,
ვერ აგიღწერ მე რამინდა შენთვის..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი