სანდროს .
შენ მაჩუქე სიყვარული, შენით მიყვარს ცხოვრება, შენი ერთი ჩახუტებით , ჩემი სული ცხონდება.. ჩემთვის შენ ხარ ანგელოზი, ჩემი სულის გამგონი, ჩემო სანდრო რომ იცოდე, რა გრძნობის ვარ პატრონი.. შენ რომ ბიძის დამიძახებ, სიხარულით ვივსები, შენი ერთი გაღიმებით, ყველა მიზანს მივწვდები.. შენ იყავი მუდამ კარგად, მალე დიდი გახდები, ამ ცხოვრების განსაცდელში, მე შენს გვერდით დავდგები..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი