აფხაზეთი ❤
იცი როგორ მაკლიხარ ? თითქოსდა გული ამომაცალეს საგულედან. იცი როგორ მინდა შენი ხილვა? მზადავრ შევება თვალუწვდენელ ტალღების კორიანტელს , დავსცე ყიჟინა აფხაზური.. ოდესღაც ჩემი იყავი, მაშინ როცა მზე ისევ ამოდიოდა სოხუმის ნაპირას, ისევ კიოდა თოლია შენს სასთუმალთან, და ზღვა , ზღვა რომელიც ესე ძლიერ მიყვარს, არსად ზღვა ისეთი კარგია არა როგორც აფხაზეთში.. მჯერა მოვალ და დაგიძახებ აფშუმას, და შენც გამიღებ კარს, შემომიშვებ სტუმარს და პატივს სცემ ჩემს ჭაღარას. მერმე მოვიგონებთ ჟამს როცა ერთად ვიყავით და ეს წყენაც წავა, წავა და წაყვება ის დიდი დარდი , სევდა , სისხლი რომელიც დაიღვარა.. ყველაფრის და მიუხრდავდ მაინც გპატიობ, გპატიობ და მიყვარხარ , ველი იმ მომენტს როცა ფეხს დავდგავ ოქუმის მიწაზე, დავიჩოქები და ვემთხვევი მას. ჩემი ძმებიც ხომ შენს გამო იბრძოდენ, შენს გამო გაწირეს ის უბედური სიცოცხლე, მაგრამ ჩემთვის სანატრელი, ნეტავ მეც შენს გამო მოვმკვდარიყავი ოღონდაც ერთხელ მაინც ეკოცნა მზეს ოჩამჩირის ნაპირთან.. და ბოლოს მაინც გელი , ველი იმ დროს დაუსრულებლად, როცა ისევ ერთად ვიქნებით.. და ყივის სისხლი ... ყივის და იხმობს მთაში გავრდნილ ნადირს, რომელიც მშირერი დაეხეტება ბზიფის ხეობაში..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი