გამვლელს 😘


მე შენგან მიმაქვს მხოლოდ ნაგავი,
წვიმის წვეთები ანგრევდა ფანჯრებს,
და სიყვარული დაუშრეტელი,
მაგონებს თეთრად დალაშქრულ ღამეს.

ცუდში კარგი ვარ,
კარგში ბოროტი,
და ჩემი გული უსმენდა თვალებს,
სიმართლის მთქმელი მხოლოდ მე დავრჩი,
სხვა ყველაფერი მიჰყვება გამვლელს.. 

და გაგიჟებით ველოდი მაისს,
რომ დამეხატა შენში  ვარდები...
ნუ ავარდები,
რომ ავმაღლდები ,
შენთვის შეშლილი
ღმერთი დავრჩები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი