რომ ჩამოივლის


რომ ჩამოივლის არმური სოფლებს
და ჭრელ სამყურებს როცა დაბურავს,
რომ ჩამოწვება, ბინდი ხევებში
და როცა შენი სითბო მახურავს,

როცა ტიალი გრძელი ზამთარი,
გვიკეტავს გზებს და სახლში მარტო ვართ,
როცა გარშემო ზევსის მთებია,
ბოლო ფოთოლიც წყდება ალუბალს...

შემოგიკეცავ საბნის ნაპირებს,
გიმღერი მორიგ ჩეჩნურ ბალადას...
აქ დაიხოცნენ მზექალა, თორელ,
აქვე მოვიდნენ მერე ბალახად.

თვეები ესე გავლენ მიჯრით და
ავკეცავთ მერე ამ მუქ დარაბებს,
გზები გახსნილა... სახლში მარტო ვართ,
ბოლო ყვავილიც წყდება ალუბალს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი