Imagine Me
(მარის) წარმომიდგინე, ვცხოვრობ დიდ ბურთში, ვმოძრაობ წრეზე რომლის ცენტრიც სახლია - ვარდისფერი ფარდებით და ჩემი სისუსტით სავსე წარმომიდგინე, შეხედულებებით რომლებიც არ მეცვლება წლების მანძილზე, მე დღემდე მწამს რომ ყველა კაცი უნდა მოკვდეს ომში, ჭრილობით გულთან და არა ზურგზე და ცდუნებას სულაც არ ქვია ქალი წარმომიდგინე, როგორ ვწრიალებ ყოველ ღამე საწოლში, როცა ვფიქრობ რომ უნდა მოვკვდე, არა ხვალ, არა ზეგ, არამედ ახლა, ამ ღამით და რა ადვილია დაიძინო და წახვიდე იქ სადაც ეშმაკმა უწყის სად ხარ ან თუ ხარ და აქვთ თუ არა მეგობრებს ძველი ჩვეულებები, ესე რომ მავსებს... წარმომიდგინე, უძილო და სასომიხდილი, ღამის ოთხზე თუ ხუთზე ვიღებ ტელფონს და რომელიღაც ჩინურ თამაშით ვკლავ ფიქრებს... წარმომიდგინე, ცივი და კუშტი, ვდგავარ და ვეძებ ღმერთს, რომლისგანაც მაქვს მხოლოდ სიტყვა, რომელიც მწამს როგორც ანდერძი... და მინდა მეტი, როგორც ცეკვაში როცა პარტნიორს შეცდომა მოსდის ხოლო მეწყვილე შეცდომას უშვებს, რომ არ შეიმჩნეს თვალისგან უცხო... წარმომიდგინე, ვცხოვრობ დიდ ბურთში, ვმოძრაობ წრეზე, რომლის ცენტრიც სახლია - ვარდისფერი ფარდებით და ჩემი სისუსტით სავსე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი