წერილი ელისს (იოჰანის ღმერთი)
ეხლა მთვრალი ვარ ლუდით და შენით I შენი სუნი აქვს დედამიწას, ყველა ქალაქს თუნდაც ყველა ქალს... II "მამაო ჩვენო, რომელი ხარ..." ლოცვა აზრს იძენს, როცა გიყვარს და როცა გინდა... და ჩემი ღმერთი სიყვარულია ვნება არის, ჟინია, სისხლი ტვინში რომ გასხამს... და შენი მკერდი... შენი ტუჩი... არა, ღმერთია - ყელი, და შენთვის ვკვდები შენზე ვკვდები... შემინდე ღმერთო რამეთუ ცა ხარ და ცაზე მთვარე, სავსე მთვარე - ტუჩია ჩემი III ღმერთია ყელი! ღმერთია ყელი! ღმერთია ყელი... ეხლა მთვრალი ვარ ლუდით და შენით შემინდე ღმერთო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი