ჯვარცმა


გოლგოთას გზაზე ღირსეულად ატარა ჯვარი
                         ადამიანებს აუხილა ბოროტზე თვალი,
                         ჩვენ კაცთა მოდგმას, დედამიწის მოკვდავ ბინადართ
                         მუდამ გვექნება მის წინაშე, მარადჟამს ვალი.
                         ოცდაათ ვერცხლად გაიყიდა წმინდა მესია,
                         იუდას, გულში ვერაგობა შემოესია.....
                         ღალატი, შური, ბოროტება ქვეყნად სუფევდა,
                         პილატეს ხროვა ზეიმობდა, იჯდნენ სუფრებთან.
                        უგუნურების, უმეცრების იყო დროება,
                         სანამდის ჯვარცმა ითვლებოდა ამაოებად,
                         სული ბოროტი ქირქილებდა ქუჩებში მრავლად
                         მანამ, სანამდის დასცინოდნენ უმანკოებას.
                         მტარვალთ შოლტებმა იშხუილა წმინდა სხეულზე,
                        უნდოდათ, ალბათ გაემარჯვა სიკვდილს სნეულზე,
                        მაგრამ ვერარა იზეიმა ცრუმ და ვერაგმა
                        კაცობრიობა დაიფარა ქრისტეს პერანგმა.
                         ჯვარზე გაკრულმა ერთხელაც კი არ დაიკვნესა,
                         სასწაულ ძალით დაითმინა მან სულთა კვნესა.
                        ყველას გვასწავლა გზა სიკეთისკენ სწორად მავალი, 
                        უნდა ვიცოდეთ ვინ არს კეთილი და ვინ მავანი.
                        თორემ ამ ქვეყნად, სულიერი ყველა ვინცა ვართ,
                         წარმავალნი ვართ, სამოთხის კარს ყველას ბინა გვაქვს...
                        და ვისაც სჯერა, ვინც ირწმუნა, ვინაც იწამა,
                        ქრისტეს აღდგომა, გაბრწყინება, ზეციურ მადლი,
                        მასთან არს ქრისტე, სულიწმინდა ძე და უფალი,
                        ვინც ბოროტისგან მუდამ იყო თავისუფალი!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი