სიბერე


აგერ, ქუჩის ბოლოში მოჩანჩალებს მოხუცი,
                            მოკაკუნებს უჩუმრად, შევერცხლილი ხელჯოხით,
                            დატვირთული გონებით, უამრავი ფიქრებით
                            მოკაკუნებს ჩუმ-ჩუმად, არვის უფრთხობს დილის ძილს.
                            მისი შუბლის ღარები იტევს მრავალ ჭირ-ვარამს,
                            არვის ანთხევს მის სულში დაგუბებულ საწამლავს.
                             მაინც სავსე გული აქვს სიკეთით და სითბოთი,
                             შერჩენია სიმტკიცე, აზროვნება დიდროსი.
                             ვაი!...ჩვენო თაობავ, რად დავცინით ნაოჭებს,
                             მისი ჩუმი ნაბიჯი ნეტა რატომ გვაოცებს?
                             იქნებ მასაც წარსულში უხაროდა ჩვენსავით
                             იქნებ ისიც ოდესმე, კაცი იყო მედგარი.
                              ნეტა იმ დროს, როდესაც ვაჟკაცობა ფასობდა,
                              კაცურ კაცად ცხოვრებას ბევრი სახლში სწავლობდა.
                              ერთგულება მეგობრის, ოჯახის და ერისა
                              პაწაწინა გულებით ვაჟკაცურად დაჰქონდათ.
                              ნეტა იმ დროს, როდესაც ზრდილობა, რომ ჰყვაოდა,
                              უმცროსი, რომ უფროსის დაფასებას ლამობდა.
                               ნეტავ სად დაიკარგა აზროვნება ქართული?
                               ყველამ რად დავივიწყეთ ჩვენი დიდი წარსული?.
                               აგერ, ქუჩის ბოლოში მოჩანჩალებს მოხუცი,
                               დატვირთული გონებით, უამრავი ფიქრებით.
                               ნუ დასცინით მის ფიქრებს, ნაბიჯებს და ნაოჭებს,
                               ცხოვრება ხომ  თავისი მიმდევრობით გვაოცებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი