ხარი


გაზაფხულია ჩვენთან ველებზე
                                    ატმებს დაასკდათ ყვავილთა კვირტი,
                                    მშრომელი გლეხის  შუბლის ღარებზე
                                    ჩამოღვენთილა ოფლისა ხვითქი.
                                    ქართველმა კაცმა თავის ჭედილას
                                    უკნით ჩააბა მჭრელი გუთნები,
                                    ერთი ერთს მისდევს და ასე შემდეგ...
                                    სიგრძით იშლება ფართო ხნულები.
                                    ყამირი მიწის შავი ბელტები
                                    ძირს ეცემიან თავგაჩეხილი,
                                    ვითარც ოსმალთა ფაფანაკებით
                                    შემოკაზმული მყრალი სულთნები.
                                    ხარიც, აღსავსე მომავლის რწმენით,
                                    ჯიქურ მიიწევს წინდაწინ სწრაფად.
                                    მოსწყინდა უქმედ ყოფნა, ბღავილი,
                                    თავისუფლებას დააცხრა ხარბად.
                                    ორი სანთელით დაგრეხილ რქებზე,
                                    მას წინ მიუძღვის ქვეყნის მლოცველად
                                    ქართველი კაცის, ქართული ხარის
                                    მიზანი არის-ერთი ოცნება!
                                    თავისი შრომით, ოფლით და გარჯით
                                    თავისუფლება, თავისუფლება!!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი