გაზაფხულია ჩვენთან ველებზე...
ისევ აყვავდა ტყემალი, ნუში სითბო ჩაუდგა ბუნებას სულში, ყველა ხალისობს... სიკეთის მქნელი, მშრომელი გლეხი, ლამაზი,ანჩხლი, ბილწი თუ მრუში. წვიმის წვეთებით შემოაბიჯა, ყვავილთ სურნელმა, ყლორტების სუნში, გაშლილ ველებზე იების გუნდი, გადახვევია ენძელას გულში. გალობს ბულბულიც თავის ნაზის ხმით, გუგულმა შეხსნა შრომის საკინძე, კუდმაკრატელა მერცხლების გუნდი, უბრუნდებიან თავიანთ ბუდეს. აჰა! დამდგარა ახლის საწყისი, დილით კი მაინც წვიმას აპირებს, სულ მალე ალბათ ნაზი აპრილიც, ვარდის სურნელით გაიმაისებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი