ფიქრთა ჭიდილი
მხოლოდ დარდები, ოცნებები ფიქრები მწველი.... მე შენსგან მხოლოდ უიმედოდ სიყვარულს ველი... თუ დამიძახებ, იმწამს მოვალ მე ფეხშიშველი.... სულის სიღრმეში დასეირნობ, ვით ტყეში შველი. მე უფლისაგან ჩემს კითხვებზე პასუხებს ველი... შენზე ლოცვები, ვედრებები, რატომ ვერ მშველის?! ნეტა სამყაროს ვინ განაგებს თუ არა ღმერთი? ჩემთვის შენა ხარ საოცნებო, ხარ ერთადერთი... შენ წაგიღია ყველა ფიქრი, ოცნება ჩემი... მე კი ჩემს სულთან, წყლულიანთან მარტოკა ვრჩები. აღარც ის ვიცი როდის მომთიბავს სიკვდილის ცელი... მე აღარ მინდა უშენობით დატვირთული სიცოცხლე ვრცელი... მაინც იმედი... იმედი ხომ სულ ბოლოს კვდება? და ამ იმედით პატიებას მე შენსგან ველი.... მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს ამ ქვეყნად ღმერთი! ამ რწმენით ვცოცხლობ, დავყიალობ სულით ობოლი.... და არც ის ვიცი, ვინ იქნება ჩემი მომგონი!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი