გულისთქმა
შენი გულისთქმას თუ დაუჯერებ თუ იგრძნობ სუნთქვას, რომელიც გხიბლავს, გაზაფხულდება შენთან ქუჩაზე ოთახში სადაც მეფურად გძინავს. აყვავდებიან ტყემლები, ნუში მოიტანს სურნელს შენი ტუჩების, მე ჩავიხედავ შენს ლამაზ სულში უკანასკნელად ჩაგეხუტები! და შენს სულშიაც გაზაფხულდება, ამღერდებიან გულის სიმები, ჩვენ ორნი ვივლით ამ გაზაფხულში ვით მოტრფიალე, ტყეში ირმები. მინდა, რომ შენში ვგაზაფხულობდე, არ მინდა ოდეს დადგეს ზამთარი, მინდა არასდროს აღარ დამთავრდეს, შენზე ფიქრები ლამაზ ზღაპარში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი