საათი წყნარად მიითვლის წამებს
მე შენთვის დავწერ, დავწერ ათას ლექსს გავათენებდი უამრავ ღამეს, მოგიყვებოდი, როგორ მიყვარხარ მოგიყვებოდი უამრავ ამბებს, მაგრამ რა ვუყო, ვერ გამიგია რად გინდა მტანჯო? რისთვის მაწამებ? ტკივილს ფიქრები გაუთელია, საათი წყნარად მიითვლის წამებს. ის მოგონილი მექანიზმია რა მეშველება მე განაწამებს? ოცნების მთები გადამივლია შენ ვერსად გპოვე და ვერსად გნახე, ნეტავი ვიყო ჩიტი ნიბლია გადმოვიფრენდი მე შენთან წამსვე. დაგიკოცნიდი მაგ ლამაზ ტუჩებს, მაგ ზღვისფერ თვალებს, გრძნობების მსახველს, ჩაგიხუტებდი გულში ალერსით და გიწოდებდი ღვთაებრივ ქალღმერთს!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი