დიადი საქართველოს ნოსტალგია
მე ის საქართველო მენატრება, სადაც ქართვლის დედას ძეგლს უდგამდნენ, სადაც ქართულ ნანას მღეროდნენ და... როცა ქართულ ღვინოს კაცურ სვამდნენ. ქართლის სადღეგრძელოს გულით ამბობდნენ და... მერე მხრებგაშლილი ყანწით სვამდნენ, ხმალი ალესილი, როგორც მეგობარი, როგორც განუყრელი, მუდამ თან, რომ ჰყვანდნენ. მე ის საქართველო მენატრება, როცა ყველა დედა ქართულ მჭადზე, დიდი სასოებით ჯვარს ქარგავდა, თანაც ვაჟკაცს ზრდიდა მტრის ჯინაზე. მე ის საქართვეელო მენატრება, როცა ქართულ ვენახს ზვრებად რგავდნენ, ქართულ ნიკორა ხარს ჭედილ რქებზე, ორ წყვილ წმინდა სანთელს დააკრავდნენ. მე ის საქართველო მენატრება ერი დავითის და ილიასი, მე ის საქართველო მენატრება, კერა დიდების და სიდიადის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი