.....


შენთვის შევკარი ეს ვარდთა კონა,
            შიგ ჩავაქსოვე გულის წადილი
            მე შენ გამხადე ამ გრძნობის მონა,
            თურმე არა ხარ სულ მთლად მარტივი....
            ჰაეროვანი შენი ტუჩები
            ისე ტკბილია, როგორც სიცოცხლე
            შენი ხმა ნაზი, გასაოცარი
            ზმანებად დამდევს სანამ ვიცოცხლებ.
            შენი კისკისი, როცა ჩამესმის
            სულში იღვრება ოცნების წამლად,
            არ ღირს უშენოდ ჩემი სიცოცხლე
            არცერთ საათად, წუთად თუ წამად!
            ყველა ფოთოლში, ყველა წყლის წვეთში,
            ყველა მზის სხივში, რომ ათბობს ყველას,
            ჩემს თითოეულ ამოსუნთქვაში
            მე შენ გგულისხმობ, შენს სახეს ვხედავ.
            ცხოვრების ეტლი მიჰქრის სულსწრაფად,
            მიეჩქარება სიცოცხლის ბოლოს
            ჩემი ცხოვრების შენ ხარ მისია,
            წარსულიც, აწმყოც, საწყისიც, ბოლოც!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი