საახალწლო განწყობისთვის


მოდის ახალი წელი, ფიფქები ცვივა ციდან
                                ბეღურა პაწია ბარტყით, იძახის მცივა!..მცივა!.
                                სიცივისაგან დაღლილს, ფიფქი ედება მძივად,
                                ასეა, როს რაღაც დაგღლის, მადლი წამოვა ღვთისგან.
                                კეთილი თოვლის პაპაც, მოდის ავსილი ხონჩით,
                                შიგ კანფეტებით მრავლად და სასიკეთო ლოცვით.
                                უღიმის თეთრი წვერით, მის მომლოდინე ბავშვებს,
                                ლოცავს კეთილი გულით და საჩუქრებით ავსებს.
                                მოდის ახალი წელი, ფიფქები ცვივა ციდან,
                                გარს სიხარული აკრავს და არც არავის სცივა.
                                აღვსილი იმედებით, თითებზე ვითვლით წუთებს,
                                ბეღურაც პაწია ბარტყით, ტოვებს თავის თბილ ბუდეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი