გაზაფხული


ატმის ყვავილთა ფარფატა ფიფქი,
            გულს ეფინება მიწის ზედაპირს,
            აგერ მერცხალიც თავისი მოსვლით,
            გვამცნობს სიცოცხლის ახლად დასაწყისს!

            მწვანე ყლორტები დაასკდათ წიფლებს,
            შემოაცალა ტოტებს საკინძე,
            ლურჯი იების ულევი გუნდი
             ,,დაეპატრონა“ მინდვრის ნაპირებს.
      
              ათას ყვავილში მე მაინც ვიცნობ
              შენი სურნელის გამოვლინებას
              და კი არ მოვწყვეტ,...მოვეფერები,
               ფაქიზი თრთოლვით, მის გაბრწყინებას.

                აჰა! მოვიდა ეს გაზაფხულიც,
               რომ მოველოდით გულის ფანცქალით
               და ნაზად ხაზავს ახალ იმედებს,
               ჩემი გულის და სულის ფანქარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი