ზაფხული
მზემ გაარღვია ღრუბელი ცაზე, სინათლის სვეტი გაბრწყინდა მთაზე, მცხუნვარე კალთა გადმოეფარა, ხასხასა მინდვრებს, ტყეებს და ჭალებს. მწვანე მინდვრებში მიმობნეული, ვით გვირილები თეთრ კაბიანი, დაჰქრის სურნელი შენი ტუჩების, ყველაზე ტკბილი და ვნებიანი. ყველა პეპელას, ფრთებმოქარგულებს თავს, რომ ევლება ყვავილებს ნაზად, მოაქვთ ამბავი, ჩვენს სიყვარულზე შენ, რომ უამბე წუხელის ზღაპრად. მე კი, ყურს ვუგდებ სულგანაბული, რომ არ გამომრჩეს არცერთი სიტყვა, მხატვრის ფუნჯივით სულდანამული ვზივარ და ვუსმენ ამურის რითმას. დაღამებულა ამასობაში,…… ბინდი მოადგა ცისფერ ნაპირებს წუთები დარჩა იქამდე, სანამ ბნელი გაარღვევს ზეცის საკინძეს. მთვარიან ღამეს ელაცლიცება, ჩემი გრძნობების წმინდა ზრახვები, ვზივარ მინდორში სულგანაბული ველი პეპელას ლურჯი ზღაპრებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი