ძაღლი
როცა ყველას სძინავს ტკბილად, ხურავს თბილი საბანი, მაშინ მხოლოდ ძაღლი ფხიზლობს, ერთგულების დარაჯი. გულში უდევს სიყვარული, პატრონის და ოჯახის, კატას უყეფს: ნუ შედიხარ მაგ მოწმენდილ ოთახში! თათები გაქვს სულ მოსვრილი, ტალახით და სილითა, სად იყავი, ვინ ,,გაძარცვე“? შე მსუნაგო ჯიშითა!. მეგობრობა იცის მეტად უანგარო, ურყევი, არ დაგტოვებს არსად მარტო, სანამ უჭრის მუხლები. უმალვე ცნობს ფლიდს და ორპირს, გული ბრაზით ევსება, ყეფა-ყეფით ამცნობს პატრონს, ეზოს ჭიშკრის შეღებას. უყვარს ზნეკეთილი ხალხი, პაწაწინა ბავშვები, თუგინდ ყურზე დაეკიდონ არ არის ხმის გამცემი. სიკეთე და ერთგულება არის მისი წესია ადამიანთ მოდგმას მისთვის დაბმა დაუწესია, აბა, ეს რა კანონია, რომელ წიგნში წერია? მეგობარის დატყვევება მოღალატის წესია. შენ კაენის ცოდვილთ მოდგმავ, ვინ გასწავლა ღალატი? რად მოისხი ეშმას ტანზე მამა-ღმერთის ხალათი. ტყვეობაში აქცევ ყველას, სულიერს თუ უსულოს, რატომ? რისთვის? რამ გაგხადა? ასე ფლიდი, უგულო. იქნებ ძაღლისგან გესწავლა მეგობრობა ურყევი, შენი ერის ერთგულება, შეჭირვებულთ ნუგეში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი