ბალღობა


როცა აპრილმა ჩამაცვა კაბა,
                                                        ატმის ყვავილთა იდგა სურნელი,
                                                        კოხტა ოდაში, წაბლის ტაბლასთან,
                                                       შემომსხდარიყვნენ მრავლად სტუმრები.
                                                        ქართული ღვინით სავსე ყანწები,
                                                        გადადიოდა ვაჟკაცთა ხელში,
                                                        იყო მოლხენა, სიტყვის ზეიმი,
                                                        ქაქუთის, კოხტად აზიდულ მთებში.
                                                        მაშინ აპრილსაც სხვა სუნი ჰქონდა,
                                                        სხვა რიგ ჰყვაოდა ბაღჩის ატმები,
                                                        ეზოში მეფე იყო მურია,
                                                        იდგა ჟივილი სოფლის ბალღების.
                                                        ოჯახში, დედის ისმოდა ნანა,
                                                        ღვთის სიტყვა თქმული, უბრალო განა?
                                                        ის ჰარმონია, სულის სიმშვიდე,
                                                        მთელი ცხოვრება დამყვება თანა.
                                                        და ახლა როცა თვითონ ვარ დედა,
                                                        თვითონ ვარ ბებო და დიდი ბებო,
                                                        სულ უფრო ხშირად მომენატრება,
                                                        ის მწვანე მდელო-ბავშვობის ეზო.
                                                        გული სიამით მევსება როცა,
                                                        შაშვის გალობას ვუსმენ ცისმარე,
                                                        ჩემი შვილები, შვილიშვილები
                                                        ჩემს ირგვლივ ჰქმნიან ციხესიმაგრეს.
                                                        აპრილის თვეში გაშლილი გუნდი,
                                                        ატმის ფერადი ყვავილებიდან,
                                                        სულს უხარია, ვითარცა უწინ,
                                                        ჩემი ბავშვობის ნაპირებიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი