ნოემბრის ბოლო


ყვითელი ფერი ბატონობს ირგვლივ,
ისმის ბაღებში ნადურ-ურმული,
აჰა! დამდგარა ნოემბრის ბოლოც,
ყურში ჩაგვესმის ზამთრის ჩურჩული.
ასი წლის წიფლის გულის საკინძეს,
შემოეძარცვა ხმელი ფოთოლი,
მოაქვს ამბავი კლდის ნაპირებზე,
დარჩა წიფელი, ისევ ობოლი.
აღარც გუგული აღვიძებს ვინმეს,
აღარ დაფრინავს ცაში ოლოლი,
მხოლოდ კოდალა დაეძებს ჭიას,
აღარ ჩანს არსად, აღარც ოფოფი.
სევდანარევი ნოტებით ავსებს,
სულის სიღრმეში შენახულ რვეულს.
ნაშრომ-ნაჯაფარს, შრომისგან დაღლილს,
გვტოვებს ზამთართან სულ მარტო, ეულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი