პეპელა


მე გაზაფხულის მაცნე ვარ,
                                                                როგორც ჭიკჭიკა მერცხალი,
                                                                განგებამ გამაფერადა...
                                                                ფრთებზე მომქარგა, მე-ხალი.
                                                                თქვენთან მოვედი, რომ გამცნოთ
                                                                 გამოღვიძება ბუნების,
                                                                 მოვედი თქვენთან, მიყვარხართ!
                                                                 განა ვარ მეტად სულელი?!
                                                                 ფრთების ფარფატით დავჰქრივარ,
                                                                 ტყესა თუ მინდორ-ველებში,
                                                                 მიმაქვს და მომაქვს ამბები,
                                                                 მინდვრის ყვავილთა ფერებში.
                                                                 თავისუფლების წყურვილი,
                                                                 ბუნების შვილთა ხვედრია,
                                                                 არც მე ვარ გამონაკლისი,
                                                                 თუმც ცოტა ხანი მრგებია.
                                                                 ვეღარა ვცოცხლობ ბადეში,
                                                                 ვერ ვგუობ ფიქრთა ტყვეობას,
                                                                 მე სინარნარე მჩვევია,
                                                                 მიყვარს სილაღე, მზეობა.
                                                                 მე სიყვარული მწადია,
                                                                 ვარდის, ზამბახის, გვირილას
                                                                 იქნებ მაცადოთ, არ მომკლათ,
                                                                 სიცოცხლის გამოვლინება.
                                                                 გამიშვი, მოვეალერსო
                                                                 ღვთისგან ნაბოძებ ყვავილნარს,
                                                                 ისედაც არ მაქვს ბევრი დრო,
                                                                 ყვავილთა გუნდის დახლიდარს.
                                                                 თქვენ ასი წელიც არ გყოფნით,
                                                                 მე კი, სამი დღე მრგებია,
                                                                 რად მიჭერ ადამიანო!?
                                                                 ტყვე მეგობარი გსმენია?
                                                                  ყველას თავისი წესი აქვს,
                                                                  წუთისოფელში ცხოვრების,
                                                                  ზოგის სიცოცხლე გრძელია,
                                                                  ზოგის ხანმოკლე დროების.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი