ია


თებერვალმა გაიხადა კაბა
შიშველ ხეში კვლავ სიცოცხლე ჩადგა,
მარტი, თურმე, ახალ პერანგს კერავს
მოუსირთავს ფოთლისფერი ფარჩა.
სულ ცოტაც და გაიღვიძებს ტყე-ღრე,
გაშლილ ველზე ფარა იწყებს ძოვას,
ბუჩქის ძირას თავს იწონებს ია
სულ ცოტაც და...გაზაფხული მოვა!
სიკვდილის წინ უნატრია ვაჟას,
იის სუნი მასუნთქეთო ვინმემ,
აუსრულეს ეს სურვილი მგოსანს
იისფერი იყო მისი სივრცე.
ბუნების შვილს რა უნდოდა მეტი,
სიცოცხლეში არა ჰქონდა არც-რა.
სულს უდგამდა პოეტების ღმერთი,
წიფელს, იას...გულით რაც უყვარდა.
მზის სხივები შემოეჭდო სალტედ,
სულგაყინულ, ბევრის მნახველ სალ კლდეს.
იქ ფშავშიაც გაიღვიძა მთებმა
და მეფურად გაილაღა მართვემ.
იის გუნდი კვლავ გაშლილა ველად,
წიფელს კვლავაც შემოასკდა ყლორტი,
ეხლა ვაჟა აღარ არის თორემ...
შეეგებეთ, გაზაფხული მოდის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი