სიკვდილის ლანდი


ადამიანმა, რომ იცოდეს, როგორ ფეხდაფეხ, 
თან დაჰყვება სიკვდილის ლანდი....,
სიცოცხლის გზაზე, სიკეთის კვალად, 
უეჭველად, იქნებოდა უფრო ფეხმარდი.
არც იმრუშებდა, არც მოკლავდა, არც აწამებდა....,
მაღალ უფალთან წარდგენისას, იქნებოდა მართალი ცამდის.
მაგრამ, ვაი რომ ვერ იაზრებს ამაოებას,
ეშმაკის ხელით, უამრავ, განზრახ
თუ უნებლიე ცოდვასაც სჩადის.
აბა მითხარი! როცა მოკლავს, როცა სტყუის, როცა აწამებს....,
როგორღა წარსდგეს, ზეციერთან, მართალი ცამდის!?
ადამის მოდგმა, ცოდვით არის დამძიმებული,
ზოგი მათგანი, არ თაკილობს მოძმის ღალატსაც,
ზოგი მათგანი, მიჰყოლია თვით უფლის გმობას,
მაგრამ, გამჩენი არ პატიობს ამპარტავნობას.
ადამიანმა მოისურვა, გამეფება ზეცის კარამდი,
მახვილით, ცეცხლით, ანადგურებს მისწვდა სანამდის,
არ აქვს დანდობა სულიერის, ბუნების შვილის,
ქვეყნად არ დარჩა სამყოფელი, წყნარი და მშვიდი.
ზოგან ბავშვები შიმშილობენ, გაუდით ლანდი,
ზოგან სწყურიათ, მწყურვალენი კვდებიან დარდით,
შავი ყორანი დასდგომიათ თავზე ჩხავილით,
ლეშის სუნი სცემს, ერთი სული აქვს დაოკების, ბოროტი მადის.
ეგებებიან, დაოსილნი, დამასხვრალ სიკვდილს,
ვეღარ უძლებენ აუტანელ წყურვილს თუ შიმშილს,
ირგვლივ გამეფდა ანარქია, ცეცხლი და შიში,
ეშმა ზეიმობს: ,,თქვენ იკითხეთ, მე ქი ვარ ლხინში!".
ადამიანმა სულ დაკარგა სახე თავისი,
სულგაყიდული ვერ იაზრებს, უფლის გოდებას,
აბა მითხარი! როცა მოკლავს, როცა სტყუის, როცა აწამებს....
როგორღა ითხოვს, ზეციერთან სულის შენდობას!?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი