აღმართ-დაღმართი
ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის..,
ვიღაცა ადის, ვიღაცა ჩადის..,
ვიღაცის ღვინოს გემო აქვს მაჭრის,
ვიღაცას სული, გული აქვს ვაჭრის.
ვიღაც უგნური სამშობლოს ყიდის,
სულში შეუძვრა ღალატის მატლი,
ვიღაცა ანგრევს ოფლით ანაგებს,
ვიღაც, დიდოსტატს მარჯვენას აჭრის.
ვიღაცას ესმა ვერცხლის წკრიალი,
ეამბორება იუდას მხარზე...
ქრისტე გააკრა ლურსმნებით ჯვარზე,
ჯვარცმა მოაწყო გოლგოთას მთაზე.
ვიღაც ერეკლეს ლანძღავს, აგინებს
ვერ გაერკვია საკუთარ მრწამსში,
ყველა დაგვჩაგვრავს, ყველა გვაჯობებს
თუ ჩავაფურთხებთ საკუთარ ჯამში.
თუკი დროებას გადაურჩი...და
ღირსეულ კაცად, ან ქალად დარჩი,
თავაწეული ეტყვი შვილებს, რომ...
ადამიანად მაინც გადარჩი.
ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის,...
ვიღაცა ადის, ვიღაცა ჩადის,...
ხალხი ეჩვევა უაზრო ლოდინს,
კარგი დროება, დადგება,-როდის!?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი