სიცოცხლის ფასი
მუდამ ვსვამთ კითხვას:
რამდენს ვიცოცხლებ?
არ ვარკვევთ იმას,
რად ღირს სიცოცხლე.
თუკი სიავის გზას დაადგები
და გაუმწარებ ვინმეს სიცოცხლეს,
მაშინ დარჩები ვითარცა ლეში
შეგრჩება მხოლოდ სიტყვა-,,სიცოცხლე,,.
თუკი სიკეთის გზას დაადგები,
გულს გაუხარებ ქვრივსა და ობოლს,
შენი სახელი მუდამ იცოცხლებს
და არ ექნება ,მას, არსად ბოლო.
ვთესოთ სიკეთე, გავიღოთ სითბო
სულში ჰყვაოდეს სიკეთის ვაზი,
აი რადა ღირს ჩვენი სიცოცხლე
აი რა არის სიცოცხლის ფასი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი