სიკეთისთვის გადადებული


მიყვარს პეპელა, მოფარფატე მინდვრად, მთა-ველად,
                                 მთვარე შუქმნათი, მოვლენილი ღამის ნათებად,
                                 ადამიანი სიკეთისთვის გადადებული...
                                 ყველა მოკვდავი, მის წინაშე მოსჩანს მტკაველად.
                                 ცხოვრება სწრაფად, ნაკუწ-ნაკუწ გარბის წამებად,
                                 ჩვენ ვერც კი ვასწრებთ მისი არსის სრულად გაგებას.
                                 სულ ერთი პეშვი სიცოცხლე გვაქვს ღვთისგან რგებული,
                                 მოვიკლავთ წყურვილს და დავრჩებით ისევ ეული.
                                 ვიღაც მდიდრდება, ამაოა მისი ქონება,
                                 თუკი სიკეთე არ აკეთა, არ ექნება, მაინც ცხონება.
                                 ვიღაც ღარიბი, ფიცრულ ქოხში გაგიშლის ლოგინს,
                                 არ გაიძულებს ალაყაფთან უაზრო ლოდინს.
                                 ღმერთიც მას სწყალობს, ვინც აკეთებს სიკეთეს მრავლად,
                                 ცოდვაც და მადლიც იწონება სამოთხის კართან.
                                 სულის სიმდიდრე გადასწონის ყველა დანარჩენს,
                                 და ყოვლისშემძლე გამოიტანს ყველას განაჩენს.
                                 მიყვარს პეპელა, მოფარფატე მინდვრად, მთა-ველად,
                                 მთვარე შუქმნათი, მოვლენილი ღამის ნათებად,
                                 ადამიანი სიკეთისთვის გადადებული...
                                 ყველა მოკვდავი, მის წინაშე მოსჩანს მტკაველად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი