სინდისი


როცა მოვკვდებით, თუკი იტყვიან
                                                  სინდისი იყო მისი პერანგი,
                                                  ვერ დაგვამარცხებს ჟამთა დინება
                                                  ვერც ბოროტების ბნელი ხმაური.
                                                  ყველა ჩვენთაგანს ვალად გვაქვს მხრებზე,
                                                  სინდის-ნამუსი, ქცევა კაცური,
                                                  ჩვენი შვილების ნათელ მომავალს,
                                                  უნდა ვუხადოთ, დღეს საზღაური.
                                                  როცა მოვკვდებით, უნდა თქვას ხალხმა
                                                  პატიოსნება ედო ბალიშად,
                                                  ჩვენი ცხოვრების ნაფეხურებით,
                                                  რომ იამაყოს ჩვენმა ბადიშმა.
                                                  არავინ იცის წუთისოფელი
                                                  ვის სად და როდის, საით წაგვიყვანს,
                                                  მაგრამ სინდისი, პატიოსნება
                                                  სამშვიდობოზე მუდამ გაგვიყვანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი