ილია და ბერბიჭაშვილი


-ახლა ,,დედას გიტირებ"!
                                                       -რატომ შენი ჭირიმე?
                                                       -შენ ვინ მოგცა უფლება,
                                                       რომ სამშობლო გიყვარდეს?
                                                       ენას, მამულს და რწმენას
                                                       მუდამ რატომ ციტირებ!?
                                                      -შვილო ჩემო მომხედე,
                                                       ნუ იბნელებ გონებას.
                                                       შენი ქვეყნის მთა-ველი
                                                       არის შენი ქონება,
                                                       შენს უძველეს ენაზე
                                                       ღმერთსაც გაეგონება,
                                                       შენი რწმენის იდეა
                                                       არს სიმართლის მონება.
                                                       თუ მას არ უპატრონე
                                                       და დაკარგე სინდისი,
                                                       მერე მონა გახდები,
                                                       რომელ ქვეყნის, ვინ იცის.
                                                       -შენ სულელო ბებერო!
                                                       ნუღარ ჩმახავ რაღაცას,
                                                       მაგ ჭკუის სწავლებისთვის
                                                       მოგიხდება დამბაჩა!
                                                       და აღსრულდა ის წამი,
                                                       ნაკარნახევ სატანის,
                                                       როცა შვილმა იკადრა, 
                                                       უკადრისი აქამდის.
                                                       თავის ,,მამას" ესროლა,
                                                       თავის სინდისს ესროლა,
                                                       თავის მამულს ესროლა,
                                                       თავის ენას ესროლა,
                                                       თავის რწმენას ესროლა.
                                                       მერე, მას სხვამ ესროლა
                                                       და თავადაც აღესრულა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი