ვაზი
მრავალ ჭირ-ვარამ ნახულო,
სულში ფესვებად ქარგულო,
ქართულ მიწაზე დარგულო,
ვაზო, ზურმუხტო,- ქართულო.
ბევრჯერ აგჩეხეს, გაწამეს
არ შეგარჩინეს მტევანი,
არ დაგკლებია ურჯულოს
ხმალი მსახვრალი, მლეწავი.
ვერ ამოგძირკვეს ზვრებიდან,
ვერ ამოგგლიჯეს გულიდან,
შენ ხომ ქართველ კაცს, მარადჟამს
სულის ბუდეში უზიხარ.
ერთი ორმაგად გამრავლდი
თავგადაჩეხილ ნამყენზე,
ისევ დაისხი მტევნები
ურდული შეხსენ მარნებზე.
ქართველს აჩუქე შენ რწმენა,
ღვინით გაუვსე ქვევრები,
ქართული სუფრა იწყება,
შენზე ლოცვით და ვედრებით.
კურთხეულ იყავ უფლისგან
ქართველი ერის ჩუქურთმავ,
თითო მარცვალით გემრავლოს
ერთი, ათასად, სულ მუდამ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი