სვეტიცხოველი


მადლობა უფალს, რომ მომცა ნება,
                                                  მეხილა შენი სვეტთა დიდება,
                                                  ნაჩუქურთმალი ლოდები ძველი
                                                  ცად აღმართული სულის მძივებად.
                                                  დიდება ოსტატს, იმის მარჯვენას!
                                                  მოკვეთილს მტრისგან, მადლობის ნაცვლად,
                                                  მისი სახელი უკვდავყო მარად
                                                  ბოროტი იქცა, მიწად და ნაცრად.
                                                  განა მოშურნეს რამე გამოლევს?
                                                  წუთისოფელი ასეა ქმნილი,
                                                  არსუკიძეთა საპირისპიროდ
                                                  იბადებიან ბოროტნი, ფლიდნი.
                                                  მაგრამ ვერ მოსპობს სიკეთის მარცვალს,
                                                  ბოროტი სულის მსახვრალი ხელი,
                                                  უფლის სახელით ნაკეთებ საქმეს,
                                                  ვერვინ შემუსრავს, იქნება მრთელი.
                                                  შენს სიდიადეს რა შეედრება?
                                                  თორმეტ სვეტთაგან მოფენილ ნათელს,
                                                  ოდესმე, ისევ, შევძლებ გიხილო
                                                  დავანთებ გულით, დალოცვილ სანთელს.
                                                  შენ, საქართველოს სულის დიდებავ,
                                                  ღვთისგან ნაკურთხო სვეტო-ცხოველო,
                                                  შენ გენაცვალოს ყველა ქართველი,
                                                  შენი ჭირიმე სვეტიცხოველო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი