რა ლამაზი ხართ ქალბატონო....


რა ლამაზი ხართ ქალბატონო, ჭირიმე თქვენი!
    ღმერთმა გიბოძათ ალვის ტანი, შემკული ეშხით,
                                           მის შემხედვარეს აღმოხდება, ანაზდეულად,
                                           ოჰ! საოცრება არ მინახავს ამქვეყნად მეტი.

                                           რა ლამაზი ხართ ქალბატონო, ჭირიმე თქვენი!
                                            ოჰ! რა უღმერთოდ იმზირება ეგ თქვენი მკერდი,
                                            რა სინატიფით წამოზრდილან ბროლის ბორცვები,
                                            სკდებიან ვნებით, ვერ უშველით დილის ლოცვები.

                                            რა ლამაზი ხართ ქალბატონო, ჭირიმე თქვენი!
                                            კისერზე ხალი, ეშხით ამკობს თქვენს სილამაზეს,
                                            ალბათ ვიღაცამ გაიფიქრა მასთან შეხება,
                                            ფიქრში შეგპირდათ მარგალიტებს, ზურმუხტ-ალმასებს.

                                            რა ლამაზი ხართ ქალბატონო, ჭირიმე თქვენი!
                                            წელი მიგიგავთ გამოძერწილ კოკას თიხისას,
                                            ოცნებად მრჩება, შემოგხვიოთ მსუბუქად ხელი,
                                            მოგზიდოთ ჩემსკენ, ვნებიანად შებინდებისას.

                                            რა ლამაზი ხართ ქალბატონო, ჭირიმე თქვენი!
                                            მარწყვის ტუჩები დაგბერვიათ, ელიან კოცნას,
                                            სული ათრთოლდა, სისხლი მიდუღს, გაჩერდა წამი,
                                            რაღას მიშველის მე უბედურს, შენდობის ლოცვა.

                                            რა ლამაზი ხართ ქალბატონო ჭირიმე, თქვენი!
                                            წამწამთა გუნდი შესევია, თქვენს ლამაზ თვალებს,
                                            შემომეფეთა თქვენი მზერა, მზესავეთ მწველი,
                                            ლახვარი ჩამცა თქვენი ნდომით სულგანაწამებს.

                                            რა ლამაზი ხართ ქალბატონო, ჭირიმე თქვენი!
                                            შვლის ნუკრს მაგონებს ეგ ფეხები, რომ დააბიჯებთ,
                                            ჩასაფრებული, მიმალული, ვზივარ უჩუმრად,
                                            ვითვლი სიზუსტით, თქვენეული ფეხის ნაბიჯებს.

                                            რა ლამაზი ხართ ქალბატონო, ჭირიმე თქვენი!
                                            თქვენი წყურვილი სადაცაა, აქვე დამახრჩობს,
                                            ერთხელ მითხარით, რომ გიყვარვართ, არ მინდა მეტი,
                                            თორემ ბობოქრობს ჩემი გული, ანჩხლობს, კაპასობს.

                                            მე მოვინდომე, რომ გამენდო, ფიქრები წრფელი,
                                            მეთქვა სათქმელი, რაც კი მქონდა, თქვენთვის უჩუმრად,
                                            მთვარემ გვამხილა, მიმოავლო ნათელი მფენი,
                                            რა ლამაზი ხართ ქალბატონო, ჭირიმე თქვენი!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი