სიტყვის საზღაური


ერთხელ ვიღაცას ანდეს ,,რაღაცა",
და იმ ვიღაცამ ,,რაღაცა" გათქვა,
მას შემდეგ სიტყვამ დაკარგა ფასი,
ნდობაც დაიწვა, ვით ჩალის ფაცხა.
სწორედ, რომ გათქმას მოჰყვა ტკივილი
ცოდვათა პიკი,-იესოს ჯვარცმა,
წესად გადიქცა შური, ღალატი
შუბლზე დაგვესვა გამცემის დამღა.
ყველგან იუდა ჩასახლებულა,
სინდისის ფასი, არ არის არც რა
ფეხდაფეხ დაგვდევს ვერცხლის ჩხარუნი,
ვერ შევიხსენით ცოდვილის თასმა.
სიტყვას თავისი აქვს საზღაური,
მოაქვს სიკეთეც, ზოგჯერ კი ჯვარცმაც,
ერთხელ უნდა თქვა, ასჯერ გაზომო
სად? როგორ? როდის? უნდა თქვა კაცმა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti2 საათის წინ

ანუ სოდგარენ მიდგარენ მუდგარენ....ბლაბლაბლა

და რა შეგმატათ ამ კომენტარმა? ერთი პოეტი მეორეს ლანძღავდეს რა მოსაწონია ვერ ვხვდები. პრინციპში, მე თავს პოეტს ჯერ ვერ ვუწოდებ, მაგრამ მაინც

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი