გულნათოვარი


გულნათოვარი               /მ.ტაბატაძე/

მოფიფქა მარტში...
ხომ გითხარი,არ ენდო ამინდს...
გადაეღუნათ ატმის ხეებს ვარდის კენწერო...
შენი სიშორე დღეს ნათქეშარ სისველედ გამდის...
მინდა,სიონის ხატებივით შემომეწერო..

სუნთქვის სიხშირე დამჩემდა და
ჰაერი ტყვიის...
ტანგოს ცეკვავენ მზის სხივები, 
მარტის გიჟები...
ნეტავ, სად მრჩება ხასიათი ამ ნოსტალგიის?!
მოღამდება და მარტოობას ვეპატიჟები...

ბარდნის და ვხედავ
სინანულით თავს როგორ იქნევ...
ხასიათი მაქვს საიანვრო, 
განა სამარტო?!
თან , ვფიქრობ ახლა,
შენი ნახვა მოვასწრო იქნებ...
და მერე ,თუნდაც, 
ლინჩის წესით გამასამართლონ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
ზურაბ ჭიოკაძეჟურნალისტი4 წლის წინ

🤤🤤 ტუზი მთლათ ჯოკერი. თუ არა.

მადლობა , ზურა 🤗

ზურაბ ჭიოკაძეჟურნალისტი4 წლის წინ

გიორგობას გილოცავთ მირანდა. მრავალს დაგასწროს უფალმა.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი