პოლარული ღამეები


პოლარული ღამეები    /მ.ტაბატაძე/

ძალდატანებულ პატარძალს ჰგავს ახლა აპრილი,
მე პოლარული ღამეები მიდგას სეზონად...
ნაქარევ ღრუბელს ვემსგავსები გრძნობააჭრილი,
ამ სიყვარულმა ჩემს გულამდე თუკი შეჟონა...

ღვარად ჩამოვა მონატრება შენი ხელების...
შენაკადს გულთან მონახავს და სულთან ერთდება...
ვზივარ ოთახში, შენზე ფიქრით განახელები
და მელანდები ოლიმპოელ მებრძოლ ღმერთებად....

შენ ხარ ამაყი...შუბლშეკრული, როგორც არესი...
სასოწარვეთა გამიმართავს დღეს წვეულებას...
შენით სიკვდილი მომიწევს და ან უარესი...
ჩემში იქნება თვით ეოსის განსხეულება...

დადგა აპრილი...
იასამნის სეზონი მოდის...
წვიმის წვეთები მოუყვება ამბებს ვნებიანს...
გაიაპრილა...
და მე მიკვირს, მომასწრო როდის?
რადგანაც, ჩემთან პოლარული ღამეებია...

01.04.2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ზურაბ ჭიოკაძეჟურნალისტი4 წლის წინ

მეგობარი ოქროს კალამით უნდა ერქვას ამ ავტორს....

ზურაბ ჭიოკაძეჟურნალისტი4 წლის წინ

დამიჯერეთ სასწაული ადამიანია მირანდა.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი