შენა სთქვი


ვინ ვარ მე ? 
ამ კითხვაზე პასუხი ბევრს არ აქვს ,  არც მე გამაჩნია პასუხი.
როგორც ჩოხელი იტყოდა მღვრიემდე გაგვიმარჯოს, ერთი ბედნიერებაა იმის ხილვა თუ როგორ მიედინება მთის ფერდობზე ანკარა მდინარე ,  მიდის ამაყად , რადგან იცის თავისი სისუფთავის ფასი.
ამ თემას ცოტახნით დავივიწყებ და დღევანდელი ფიქრი მინდა გაგიზიაროთ,  რატომ მაინც და მაინც მათზე წერენ , ვისაც გული ატკინეს , ვისაც უღალატეს , ვისაც იმედები არ გაუმართლეს , რატომ არავინ არ წერს იმ პიროვნებებზე  ვინც მოღალატე და ორგული აღმოჩნდა , თითქოს მათ საკუთარი სევდაც ეყოფა ,  მაგრამ ეს არავის არ აინტერესებს .
მხოლოდ მათ ესაუბრებიან ვინც გულნატკენია  . 
ეს ყველაზე დიდი  სიცრუეა რადგან მათ მომავალზე ესაუბრებიან რაც შეფუთული წარსულია და ხშირად ადამაინი საკუთარი ტკივილიდან ვერ გამოდის სხვადასხვა მიზეზების გამო .
  მომავალზე ფიქრით წარსულს ვერ სცილდება, ხოლო ჭიდილში აწმყო იკარგება.
ისტორიას არ უყვარს პირები რომლებიც ანტაგონისტები არიან , მაგრამ იქნებ იმ ანტაგონისტებშიც არიან ადამაინები ვინც საკუთარ საქციელს ნანობენ ,  გულწრფელად ,  გადიან მეტანოიის გზას , რადგან მათ სამყაროს საწყისი, საკუთარი თავი იპოვეს .
ადამაინებს ხომ მხოლოდ პური და სანახაობა აინტერესებთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი