შენ
გარეთ ოქტომბერს გასცვივდა თმები და სივრცეს ვუმზერ მოწყენილს, ყვითელს... მინდა შენს კალთას დავაყრდნო თავი და თმებში ვგრძნობდე შენს მოღლილ თითებს. იმდენად გნატრობ - ფიქრითაც ვთბები და ლექსებს გიძღვნი ნაცრემლს, გულიანს... ჩემს ყოველ ღამეს შენ დასდევ ლანდად, ჩემს ყოველ სტრიქონს შენი სუნი აქვს. ეჰ, ნეტავ იყოს სრულიად სხვა დრო და ქოხი გვქონდეს სადმე პატარა. ეჰ, რომ იცოდე, რამდენჯერ გნატრობ და რა ძნელია ამ ჯვრის ატანა .. შენი დედური ზრუნვა მჭირდება, აღარ თენდება უშენოდ სახლში. ფოთლები იქცნენ ყვითელ ჩიტებად და დაფრინავენ ამ ყვითელ ქარში. ხო, კიდევ ერთი გავიდა კვირა, დღემ დაღამება ისევ ინება. კვლავ მივაშურებ გაყინულ საწოლს და შენზე ფიქრში ჩამეძინება ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი