ალბათობის თეორია
მე ამ ფიქრების შავ ტყეებში თითქოს გავბრუვდი: იქნებ, გიპოვო ვაკვირდები მე ჩემს რადარებს, მაგრამ შენ სანამ დაბრუნდები (თუკი დაბრუნდი) სისხლს სიყვარულის ანემია, ალბათ, გადარევს. ჩვენ შევხვდით, თითქოს, ერთმანეთის დასაკარგავად... მე ბევრჯერ ვცადე უშენოდაც ისე მესუნთქა. ჩავიკეტებით ჩვენს თავში და გარეთ არ გავალთ, ჩავიკეტებით ჩვენს თავში და... ბედსაც ეს უნდა, თუმც ალბათობის თეორია სანამ არსებობს - მოვყავარ შენთან გალანტურად სევდის კარეტას. შენ დაბრუნდები, რა ხანია, მჯერა ასე რომ მზის სისტემიდან ავიშენებთ მეცხრე პლანეტას. პლანეტას, სადაც სადღაც ტბასთან დავრგავთ ტირიფებს, (ნგრევაზე უფრო ადვილია ჩვენთვის შენება) სადაც წვიმები გლუვ სივრცეებს ჩამოირიგებს - გამიჭრი სარკმელს თუ კედელი მომეჩვენება... მე ამ ფიქრების შავ ტყეებში თითქოს გავბრუვდი: იქნებ, გიპოვო ვაკვირდები მე ჩემს რადარებს, მაგრამ შენ სანამ დაბრუნდები (თუკი დაბრუნდი) სისხლს სიყვარულის ანემია, ვიცი, გადარევს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი