*** (შენი ღიმილი ჰგავდა მოქცევას)
შენი ღიმილი ჰგავდა მოქცევას, სევდის დიპსომანს ლექსი გათრობდა. გაპატიებდა ღალატს ოტელო, შენთვის ჰამლეტი ეროსს დათმობდა. ზღვა მომიტანე ყვითელ ნიჟარით, სადაც მოვისმენ ტალღის არიას. აკუსტიკური ღამის ხმაურში მარტო ვათენებ ღამეს ქარიანს. მიმზერს და ვინჩის ჩვილი იესო, ქარი კვლავ ებრძვის ფოთლის კოჰორტას. არ შეგხებია ხელი მხატვარის, მაგრამ შეშურდა შენი ჯოკონდას. მე მიმეწება ლირის ნიღაბი, ამინდს უმზეოს სულში ვმალავდი. ჰო, პოეზია ცოლად შევირთე და ვერ შემინდე შენ ეს ღალატი. ასე მარტივად წვიმს და ვტირივარ, მარტის ამარტში მოჩანს ვაგზალი, ლოცვებს ავკრეფ და ღამის ხმაურში სულის მესიჯად ღვთისკენ ვაგზავნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი