როიალი
ქალის სხეულია როიალი, მე კი - კლავიშებზე ვეფერები. ნახე, ზეცა წვიმას მშობიარობს მაგ შენს ხასიათთან შეფერებით... ახლა შენს თვალებში მთვარე ჩადის. ლექსი გამოჟონავს იარიდან. მოდის წვიმა არა - ნიაგარა, ლურჯი, ზეცის ლურჯი ფიალიდან, მგონი, ეს საღამოც დაჭლექდება, ზეცამ ისე მაღლა აიწია. შენი სინანული საყდარია სხვებმა... ხოდა სხვებმა რა იციან, რომ ამ ვარსკვლავების ნაკვერჩხლები გულზე ფიქრებივით დაგეყრება, მზე რომ კაკტუსივით იკბინება და არც სიმარტოვე გაგეყრება. ქალის სხეულია როიალი, მე კი - კლავიშებზე ვეფერები. ნახე ზეცა წვიმას მშობიარობს მაგ შენს ხასიათთან შეფერებით. ქალის სხეულია როიალი ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი