რითმის ყულფი
ლექსის კოცონი და რითმის ყულფი, კვლავ გაცვეთილი ოთახის სივრცე ... მირანდუხტივით დაგკარგე სადღაც და მინდა გული შავ ტალღებს მივცე. ცის ტახტზე ფიქრობს მოხუცი მთვარე , ნისლიან ღრუბლებს გარს იხვევს საშიშს და დედამიწის ხომალდი ელავს შეცურებული კოსმოსის ზღვაში . ამ ხომალდიდან გადავხტე მინდა. ხომალდის კიჩოს თავს სიმწრით ვახლი . მირანდუხტივით დაგკარგე სადღაც და სიმარტოვემ მოიცვა სახლი ... მსურს, მაგრამ წამიც ვერ გავაჩერე, ვერც დავითრგუნე სურვილი ხვადის და დროის გრძელი მატარებელი ჩემს ტანზე, როგორც რელსებზე დადის. დადის, თან ისე _ გამსრისოს ლამის. დაღონებული ვუმზერ ფანჯრიდან ღამეს, რომელიც წააგავს მახვილს თომას მორივით თავს რომ მაჭრიდა წეღან. მოვწყინდი უგვან ცხოვრებას და მეც მომწყინდა _ სიავე ჟამთა. მე დაგეძებდი, როგორც ვახტანგი და ჩემთან ერთად გეძახდა ცხრა მთა... ამ მთვარის ყულფში თავს გავყოფ ახლა (უკვე დავხიე ლექსის რვეული) და ღამის თოკზე ქანაობს ვხედავ ჩემი უსულო, მკვდარი სხეული ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი