რელსები
აი, ფოთლებით სავსე ღრმა ხევი , მე რომ მაძალებს ფიქრის შენებას , აი, რელსები, შენ რომ გაჰყევი_ ჩვენი პლანეტის ცისფერ დერეფანს ... აი, ის ბაღი, სადაც ვისხედით , სადაც დაგვქანცეს ფრენით პეპლებმა, აი, სადგური, აი, ვაგონიც _ ჩვენი სიშორის ლურჯი ემბლემა . აი , ის წიგნი შენ რომ მაჩუქე , აი , ტაძრამდე გზების სიგრძენი , აი, ის ხიდი , სადაც გაკოცე და უკვდავება სადაც ვიგრძენი . აი, ის მთვარე, აი, ეოსი , აი, სადგურში ვრცელი ბაქანიც , აი, ის კაფეც...ქუჩის კუთხეში ის მათხოვარიც, ისევ აქ არის. მხოლოდ შენ არ ხარ და არც არსაით არაა სიმხნე, მტრებს რომ უღრენდა... აი, აპრილი, ორსულ ქალსავით რომ მოგვიჩოჩდა მაშინ მუხლებთან . აი, ის გული, შენ რომ გიყვარდა, აი, ის ვაზა, ან ის კარადა, აი, ის პალმაც, წვიმამ რომ დასცხო და თავის ქოლგით მხნედ რომ გვფარავდა . აი, ღრუბელი_ცხენს ჰგავს დაჩოქილს , ცას რომ ეხვევა მცხუნვარ ლოგოსთან, აი, ის გრძნობა, შენ რომ მაჩუქე და რომ არ მიშვებს არც ერთ გოგოსთან . შენს გამო ერთხელ გულშიც ვისროლე და იმის მერე სიკვდილს გადარებ... აი, ის ტყვია, გულს რომ ასცილდა და სამახსოვროდ მკერდით ვატარებ !..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი