*** სარკმლის მინაზე


ქალმა სულ მაღლა, სარკმლის მინაზე,
შევნიშნე თითით რაღაც დაწერა.
ლამაზი იყო მისი თვალები,
როგორც ვერხვებზე წვიმის დაცემა.
ის შენ იყავი. 
მძიმედ სუნთქავდი,
დროს გრძნობდი მძიმე დღეების ჯარით.
არ გადაიღო შენს სულში წვიმამ,
გულის ბაღებში მზე მოკვდა ჯავრით.
ფიქრის ზღვასთან კი, შეგხვდი დილიდან,
მიწა ჩაიწვა დარდის მაყალთან,
და მე შევნიშნე შენი თითიდან
მტვრიან მინაზე ვარდი აყვავდა_
შენი ტკივილი და მეტაფორა.
შენც ხომ ფიქრებმა ლეშივით გკორტნეს.
ცხოვრება ჰგავდა დორიან გრეის,
ანუ მის მახინჯ და ბებერ პორტრეტს.
ისევ ცუდად ვარ, 
გთხოვ მოდი ჩემთან,
გამიხანგრძლივდი წამად...
წუთებად...
ხომ მაგარია, როცა წვიმს გარეთ
და უცებ ვიღაც ჩაგეხუტება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი